1732386875
რატომ მოუწია ირინა შეიკს თავის მართლება მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე ოლივიეს ფოტო დადო
რუსმა მოდელმა და მსახიობმა ირინა შეიკმა ინსტაგრამის „სთორში“ ცნობილი სალათის, ოლივიეს, ფოტო დადო და დაასათაურა: Russianzz on Wednaday („რუსები ოთხშაბათობით").
სალათთან ერთად ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება სწორედ ფოტოს აღწერამ მიიქცია — განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა, რომ მართლწერის მიხედვით სწორი S-ის ნაცვლად სათაურში ორი Z ფიგურირებდა. ზოგიერთის აზრით, ეს მინიშნება იყო რუსეთის ქმედებების მხარდაჭერაზე, რადგან Z ასონიშანი, რომელსაც რუსი სამხედროები ატარებენ, ბოლო ხანებში კრემლისტური ნარატივისა და აგრესიის სიმბოლოდ იქცა. ეს ნიშანი ევროპის ზოგიერთ რეგიონში სისხლის სამართლის კოდექსითაც კია აკრძალული, როგორც „აგრესიული დანაშაულისკენ მოწოდება".
ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ფიქრობდა, რომ შეიკმა უკრაინის ომის პერიოდში ასე თავისი პოზიცია გამოხატა.
თუმცა, მოდელმა მოგვიანებით კიდევ ერთი „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „ზოგჯერ სალათი, უბრალოდ, სალათია“, თავად კი კოდურ მესიჯებსა და პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა.
თებერვალში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ირინამ განაცხადა, რომ UNICEF-სა და უკრაინის წითელ ჯვარს დაეხმარებოდა. ამასთან, მან ინსტაგრამზე ანტისაომარი განცხადებაც გააკეთა.
წყარო: on.ge