ინგლისში საგზაო კამერებს ტესტავენ, რომლებსაც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების გამოვლენა შეუძლიათ

ინგლისში საგზაო კამერებს ტესტავენ

დიდ ბრიტანეთში, დევონსა და კორნუოლში, ახალი საგზაო კამერის ტესტირება მიმდინარეობს, რომელსაც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების გამოვლენა შეუძლია. ახალი კამერა ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით შემუშავებული Heads-Up კამერა ავტომობილის გადაადგილებას და მძღოლის ქცევას იკვლევს, რომლებიც შესაძლოა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ. ამის შემდეგ ახლოს მყოფი პოლიციის ეკიპაჟი მძღოლს ალკოტესტს ჩაუტარებს.

გაერთიანებული სამეფოს კამერის დეველოპერის, Acusensus-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ კოლინზის განაცხადებით, "მოხარულები ვართ, რომ ამ ტექნოლოგიის მსოფლიოში პირველ ცდებს ვატარებთ სწორედ აქ, დევონსა და კორნუოლში".

ამასთან, კამერა შეიძლება სწრაფად განთავსდეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ გზაზე, გაფრთხილების გარეშე და მძღოლებს არ ეცოდინებათ, რომ ისინი დააფიქსირეს, სანამ პოლიცია მათ არ გააჩერებს.

"ჩვენ ყველანი უფრო უსაფრთხო ვიქნებით, თუ შევძლებთ დარღვევის აღმოჩენას მანამ, სანამ ის გამოიწვევს ინციდენტს, რომელმაც შეიძლება სიცოცხლე შეიწიროს", - თქვა კოლინზმა.