7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ბრიტანეთის დემენციის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული ღამის კოშმარები დაკავშირებულია ნაადრევი სიკვდილის უფრო მაღალ რისკისთან, ვიდრე მოწევა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი ან არაჯანსაღი დიეტა. კვლევის შედეგები ევროპის ნევროლოგიის აკადემიის კონგრესზე წარადგინეს.
სპეციალისტებმა 19 წლის განმავლობაში შეგროვებული 183 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანის და 2 400 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კოშმარები აუარესებს ძილის ხარისხს და ხელს უშლის უჯრედების აღდგენას, რაც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ კოშმარები, აღენიშნებოდათ ნაადრევი დაბერება - ასაკისგან, სქესისგან, ფსიქიკური მდგომარეობისგან ან ეთნიკური წარმომავლობისგან დამოუკიდებლად.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტვინი კოშმარებზე რეაგირებს ისე, როგორც რეალურ მოვლენებზე. ეს იწვევს კორტიზოლის გამოყოფას - ჰორმონის, რომელიც უჯრედების დაბერებას აჩქარებს. ნაადრევი სიკვდილის რისკის 40%-მდე სწორედ ამ მექანიზმით არის გამოწვეული. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კოშმარები გავრცელებული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა. მათ თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია ძილის რეჟიმის დაცვა, სტრესის შემცირება, შფოთვითი აშლილობების მკურნალობა.
ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ კოშმარები შეიძლება მიუთითებდეს დაჩქარებულ დაბერებასა და სიკვდილის რისკზე, თუნდაც სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.