Ford-მა სამსახურში დააბრუნა ინჟინრები მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროდუქციის ხარისხი სათანადოდ ვერ შეამოწმა

Ford

ამერიკულმა ავტოკონცერნმა Ford-მა აღიარა, რომ ავტომობილების შემუშავებისას ხელოვნურ ინტელექტზე გადაჭარბებულმა ფსონმა კომპანიას ხარისხის კონტროლის მოსალოდნელი დონის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა. ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიამ სამსახურში დააბრუნა, დაიქირავა და თანამდებობაზე დააწინაურა 350 გამოცდილი ინჟინერი.

„ჩვენ შეცდომით გვჯეროდა, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით და ჩვენი საპროექტო მოთხოვნების გათვალისწინებით, მაღალი ხარისხის პროდუქტს მივიღებდით“, - განაცხადა Ford-ის ავტომობილების აპარატურული ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ პუნმა.

მისი თქმით, ყველაზე გამოცდილი სპეციალისტების ნაწილმა კომპანია მანამ დატოვა, სანამ მათი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სრულად იქნებოდა გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის სისტემების გასაწვრთნელად. შედეგად, Ford-ს მოუწია გადაეხედა ხარისხის კონტროლის მიდგომისთვის და ჩაერთო გამოცდილი ინჟინრები, რომლებიც ახლა პროექტების შემოწმებაში, ახალგაზრდა თანამშრომლების სწავლებასა და AI-ის მუშაობისთვის საჭირო მონაცემების სრულყოფაში მონაწილეობენ.