ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747162215
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) CRISPR-ით გენმოდიფიცირებული ღორის სახეობა ადამიანის მოხმარებისთვის დაამტკიცა.
როგორც MIT Technology Review იუწყება, აშშ-ში გენმოდიფიცირებული ცხოველების ხორცის მხოლოდ უკიდურესად შეზღუდული ჩამონათვალია ნებადართული. ასეთია ტრანსგენური ორაგული, რომელსაც დამატებითი გენი სწრაფად გაზრდაში ეხმარება და სიცხისადმი უფრო გამძლე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ახლა მათ დაავადებებისადმი მდგრადი ღორის სახეობაც შეემატება. ბრიტანულმა კომპანია Genus-მა გამოიყენა გენების რედაქტირების პოპულარული ტექნიკა CRISPR, რათა ღორები იმუნური გაეხადათ PRRS ვირუსების მიმართ.
ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება ადამიანის ჩვილების გენის რედაქტირებისთვის და გენური თერაპიის სახით მედიცინის შესამუშავებლად.
PRRS ვირუსი ადვილად ვრცელდება აშშ-ის ფერმებში და ღორებში უნაყოფობას იწვევს. მეტიც, ამ ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული გართულებები, მათ შორის პნევმონია.
ეს დაავადება ფერმერებს მნიშვნელოვნად აზარალებს. MIT Tech-ის მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში ვირუსი წელიწადში 300 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს იწვევს.
კვლევებმა აჩვენა, რომ გენის რედაქტირება ღორებს ვირუსისგან 99%-ით იცავს. CRISPR-ის გამოყენებით, მკვლევრებმა გაანეიტრალეს რეცეპტორი, რომელიც PRRS ვირუსს უჯრედებში შეღწევის საშუალებას აძლევდა.
რესპირატორული დაავადებების გარდა, მეცნიერები გენების რედაქტირებას იყენებენ, რათა ღორები ნაკლებად მოწყვლადი ან თუნდაც იმუნური გახადონ სხვა ინფექციების, მათ შორის ღორის ჭირის მიმართ.
კომპანია იმედოვნებს, რომ გენმოდიფიცირებული ღორის ხორცი აშშ-ის ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.