ეს კოსმოსური ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს - 100 წლის შემდეგ „შავმა ხვრელმა“ გაიღვიძა

შავი ხვრელი

მეცნიერებმა დააფიქსირეს ზემასიური შავი ხვრელის გააქტიურება, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში „იძინებდა“. კვლევა გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

შავი ხვრელი გალაქტიკა J1007+3540-ის ცენტრში მდებარეობს და ძლიერი რადიონაკადების გამოყოფით გამოირჩევა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იგი წარსულში პლაზმის უზარმაზარ ნაკადებს ასხივებდა, შემდეგ კი ეს პროცესი შეწყდა და ახლა კვლავ განახლდა. ახალი ნაკადები გალაქტიკებს შორის არსებულ გაცხელებულ აირებთან უჩვეულოდ ურთიერთქმედებს და მათი ფორმაც იცვლება.

მეცნიერებმა კვლევაში რადიოტელესკოპთა ქსელი LOFAR გამოიყენეს. მათი თქმით, აღმოჩენა მიუთითებს, რომ გალაქტიკური ბირთვები შესაძლოა მრავალჯერ აქტიურდებოდეს და ითიშებოდეს. J1007+3540-ზე დაკვირვება დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ, რამდენად ხშირად „იღვიძებენ“ ზემასიური შავი ხვრელები და როგორ ზემოქმედებენ ისინი გალაქტიკურ გარემოზე.