დაუჯერებელი სასწაული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა
1756477680
ასტრონომებმა ახლახან ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელსაც 2025 QD8ეწოდება. ის მალე დედამიწას ახლო, თუმცა უსაფრთხო დისტანციაზე ჩაუვლის. ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნებას 3 სექტემბერს პირდაპირი ტრანსლაციით მეშვეობით შეძლებთ, რომელიც ვირტუალური ტელესკოპის პროექტის ფარგლებში შედგება.
2025 QD8 დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდების კატეგორიაშია და მისი სავარაუდო დიამეტრი 17-38 კილომეტრს შეადგენს. ხვალ, 3 სექტემბერს, ის ჩვენს პლანეტას დაახლოებით 218 000 კილომეტრ დისტანციაზე ჩაუვლის, რაც მთვარესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის თითქმის 57 პროცენტია.
ასტეროიდი დედამიწას თბილისის დროით 18:57-ზე მოუახლოვდება, YouTube-ზე პირდაპირი ტრანსლაცია კი ღამის სამ საათზე დაიწყება. ამ გზით შესაძლებლობა გექნებათ, რომ ასტეროიდის გადაადგილებას დააკვირდეთ. 2025 QD8-ის მოძრაობას იტალიის ქალაქ მანჩანოში მდებარე ტელესკოპები დააფიქსირებს, რომლებიც ზემოხსენებული ორგანიზაციის მფლობელობაშია.
ასტეროიდი ჩვენს პლანეტას წამში 45 000 კილომეტრი სიჩქარით ჩაუვლის. ამის მიუხედავად, 2025 QD8 დედამიწას ან მთვარეს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ორივე მათგანისგან იმ დისტანციაზე იქნება, რომ შეჯახების რისკი არ იარსებებს.
კოსმოსური ობიექტის ეს სურათი 30 აგვისტოსაა გადაღებული, როცა 3.9 მილიონ კილომეტრ მანძილზე მოძრაობდა. იგი 17-დუიმიანი ტელესკოპით დააფიქსირეს, რომელსაც "ელენა" ეწოდება. 300-წამიანი დაყოვნებით აღბეჭდილი გამოსახულება 2025 QD8-ს მომცრო ზომის წერტილის სახით გვიჩვენებს, რომელიც ფონურ ვარსკვლავებთან შედარებით მართლაც ძალიან პატარაა.
ასტრონომებს დედამიწასთან ახლომდებარე ათობით ათასი ასტეროიდი აქვთ აღმოჩენილი. ათასობით მათგანი "პოტენციურად საშიშის" კატეგორიაშია, ანუ მათთან ოდესმე შეჯახების რისკი არსებობს. ამის მიუხედავად, უახლოეს 100 წელში მასშტაბური კატასტროფის გამომწვევი ასეთი ობიექტის დედამიწასთან შეჯახება მოსალოდნელი არაა.