დაუჯერებელი სასწაული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა
1756477680
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალი წაყენებული ჰქონდა 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი მას 24 ივლისის სხდომაზე 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სხვიტარიძე 4 დეკემბერს დააკავეს.