დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა

დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება

დედამიწის ბირთვში მიმდინარე ცვლილებებმა დღე-ღამის ხანგრძლივობაზე შეიძლება იმოქმედოს, - ნათქვამია შვეიცარიელი სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტაბილური ჩანს, სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დედამიწა ტრიალებს ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი მოძრაობა ყოველთვის არ ჯდება 24 საათში. დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში შეიმჩნევა.

დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება ასევე შეუძლია იქონიოს ყინულის დნობამ და წყლის მოცულობის ცვლილებამ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი იმისთვის, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობის რყევების უფრო ზუსტი ანალიზი მოახდინონ. ამისთვის მათ გამოიყენეს ნეიროქსელები და მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომლებიც სპეციალური კვლევების შედეგად იყო მიღებული. ასევე, გამოყენებული იყო მონაცემები მზის დაბნელების შესახებ, რომლებიც აძლევს მეცნიერებს საშუალებას დააკვირდნენ პლანეტის ბრუნვის ცვლილებებს.