დასახელდა 9 ახალი მანქანა დაბალი უსაფრთხოების რეიტინგით

მანქანა

როდესაც პირდაპირ შოურუმიდან ახალ მანქანას ყიდულობთ, იმედოვნებთ, რომ მიიღებთ მანქანას, რომელიც ყველანაირად უკეთესი იქნება, ვიდრე მეორად ბაზარზე არსებული ძველი მანქანები. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. ისეთ კრიტიკულ სფეროებშიც კი, როგორიცაა უსაფრთხოება, ახალი მანქანები შეიძლება წინამორბედებს ჩამორჩებოდეს.

საავტომობილო პორტალმა SlashGear-მა შეადგინა ასეთი პრობლემური ახალი ავტომობილების სია უსაფრთხოების ტესტირების, კერძოდ, გზატკეცილების უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტისა და ეროვნული გზატკეცილების უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ავარიული ტესტების საფუძველზე.

აქ მოცემულია დღეს ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ახალი მანქანები:

2025 წლის ფორდ მუსტანგ კუპე

კია K4 2025

2025 წლის ნისან სენტრა

2025 წლის ფოლკსვაგენ ჯეტა

კია K5 2025

2025 წლის ჰიუნდაი ელანტრა

2024 წლის კია ფორტე

2025 წლის ნისან ალტიმა

2024 წლის Mitsubishi Mirage