მაია ბითაძე: კახა კალაძე არის მერი, რომელიც მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დიდ წარმატებას მოიპოვებს

მაია ბითაძე

ეს არის მერი, რომელიც მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ კახა კალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ მერობის კანდიდატად წარადგენს.

„დარწმუნებული ვართ, რომ [არჩევნებში] დიდ წარმატებას მოიპოვებს. ეს არის მერი, რომელიც მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევა. მისი მმართველობის დროს ჩვენ ვიხილეთ დედაქალაქის დინამიკური განვითარების ტემპი“, - აღნიშნა ბითაძემ.