ჩინური კომპანია BYD-ის მიერ წარმოებულმა ელექტრომობილებმა Tesla-ს გაყიდვებში გაუსწრეს

ჩინური კომპანია BYD

ჩინური კომპანია BYD-ის მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვების შედეგად მიღებული მოგება 2024 წელს 29%-ით გაიზარდა და 107 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც Tesla-ს მოგებამ 97,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2024 წელს BYD-მა რეკორდული რაოდენობის ჰიბრიდული მანქანა გაყიდა - 4,3 მილიონი ერთეული. ჩინურმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ავტომობილის ახალი მოდელის პრეზენტაცია გამართა, რომელიც, მათი თქმით, Tesla-ს კონკურენტი იქნება. Qin L-ის სასტარტო ღირებულება 16,516 დოლარი იქნება, მაშინ როდესაც Tesla-ს Model 3-ის ღირებულება 32,467 დოლარია.

წინა კვირას, BYD-ის დამფუძნებელმა ვან ჩუანფუმ აკუმულატორების დამტენის ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია გამართა, რომელიც, მისი თქმით, ელექტრომობილს ხუთ წუთში დატენის. Tesla-ს Supercharger-ის სისტემის გამოყენების დროს ელექტრომობილის დატენისთვის 15 წუთია საჭირო.