ჩინეთმა კოსმოსში სუპერკომპიუტერის მშენებლობა დაიწყო

ჩინეთმა კოსმოსში სუპერკომპიუტერის მშენებლობა დაიწყო

ჩინეთმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სუპერკომპიუტერების ორბიტალური ქსელის შექმნის ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყო. კოსმოსში უკვე გაუშვეს პირველი 12 სატელიტი, რომელიც ქსელის შექმნისთვის არის საჭირო. პროექტს ახორციელებენ კომპანიები ADA Space და Zhejiang Lab.

სულ ქსელში, რომელსაც „სამი სხეულის გამოთვლითი თანავარსკვლავედი“ დაარქვეს, 2800 თანამგზავრი იქნება გაერთიანებული. მათი მიზანი სხვადასხვა მონაცემის უშუალოდ კოსმოსში დამუშავება იქნება, რითაც შემცირდება დედამიწაზე არსებულ ცენტრებზე დამოკიდებულება. ეს ამცირებს დაგვიანებებსა და მონაცემთა დაკარგვას.

თითოეული სატელიტი ხელოვნური ინტელექტის მოდელით არის აღჭურვილი, რომელსაც წამში 744 ტერა ოპერაციის შესრულება შეუძლიათ. თანამგზავრები მუშაობისთვის მზის პანელებს იყენებენ. მონაცემთა სწრაფი გადაცემა სატელიტთაშორისი ლაზერული კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი.

ამით ჩინეთი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ავტონომიური კოსმოსური გამოთვლების მიმართულებით, რამაც შესაძლოა ძირეულად შეცვალოს მონაცემების დამუშავებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების გლობალური მიდგომა. ამასთან, პეკინში პროექტს წარმოადგენენ, როგორც ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსურ ტექნოლოგიებში საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას.