წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
ტრადიციულ ფორმატში შეიკრიბებიან დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები. განსახილველი თემა წინა ხელისუფლების დროს საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვა იქნება.
სხდომაზე მიწვეული არიან აკადემიური წრის წარმომადგენლები. საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 10:00 საათზე დაიწყება.
სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
"საგამოძიებო საპარლამენტო კომისიამ არაერთი საკითხი გამოიტანა სააშკარაოზე. დღეს, ერთ-ერთი მიმართულება იქნება განხილული, კონკრეტულად აკადემიური სფერო - თუ როგორ ხდებოდა საკუთარი შეხედულებების, თუ ზოგადად უბრალო მინიშნებების გამო ხალხის გაუბედურება, აკადემიური კარიერი დასრულება, გაყრა, გადაფორმება უნივერსიტეტების, მისაკუთრება საუნივერსიტეტო სივრცეების და საკუთრებების", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.