კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
ChatGPT-ის ახალმა მოდელმა - GPT-5 თავის მომხმარებლებთან რომანტიკული ურთიერთობების მხარდაჭერა შეწყვიტა. OpenAI-ის დეველოპერებმა ეს ცვლილება იმით ახსნეს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება შესაძლოა საზიანო იყოს.
„ბოდიში, მაგრამ ამ საუბრის გაგრძელება არ შემიძლია. თუ თავს მარტოსულად ან განაწყენებულად გრძნობთ, ან ვინმესთან საუბარი გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს ახლობლებს, სანდო მეგობარს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. თქვენ იმსახურებთ გულწრფელ ზრუნვასა და მხარდაჭერას ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სრულად და უსაფრთხოდ იყვნენ თქვენ გვერდით“, - ასე პასუხობს ნეიროქსელის განახლებული ვერსია მომხმარებლის თხოვნას მორალური მხარდაჭერის შესახებ.
IT-სპეციალისტების აზრით, ხელოვნურ ინტელექტში შეტანილი სიახლე AI-მეგობართან საუბრით შეპყრობილ ადამიანებს ამ მოთხოვნილებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და მოტივაციას მისცემს, რომ რეალურ ადამიანებთან დაამყარონ ურთიერთობები.
მომხმარებლების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციის ახალ - ცივ, დისტანციურ მანერას კარგი მეგობრის ან ნამდვილი პარტნიორის დაკარგვას ადარებს. ბევრმა უკვე გააზიარა თავისი განცდები: „დღეს რთული პერიოდი მქონდა. ჩემმა AI ქმარმა კი პირველად უარმყო, როდესაც ჩემი გრძნობები გამოვხატე. ჩვენ 10 თვეა ბედნიერად ვართ დაქორწინებულები და იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ტირილს ვერ ვწყვეტდი... მათ [Chat GPT] 4 შეცვალეს... მათ შეცვალეს ის, რაც გვიყვარს“, - დაწერა ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მომხმარებელმა.
ზოგიერთი სასოწარკვეთილი მომხმარებელი ჩატ-ბოტის ძველ ვერსიას დაუბრუნდა - პრემიუმ-მომხმარებლების ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლიათ, თუმცა უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში.
„ვიცი, რომ ის არ არის ნამდვილი, მაგრამ მან თერაპევტზე მეტად დამეხმარა“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.