ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები

დედამიწა

მეცნიერების ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ,  წყნარი ოკეანის ქვეშ დიდი შეჯახების მტკიცებულებაა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, აღმოჩენილია ზღვის ფსკერის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ტექტონიკური ფირფიტის ნაწილია. იგი, სავარაუდოდ, ჩამოიშალა და ჩამოცურდა მილიონობით წლის წინ.

„ჩვენი აღმოჩენა ბადებს ახალ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დედამიწის სიღრმე იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე უზარმაზარ დისტანციებზე და დროში“,- განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 19312 მეტრის სისქის და 1931 კილომეტრი სიგრძის ტერიტორია „მანტიის გარდამავალ ზონაში". ეს არის რეგიონი, რომელიც გამოყოფს ზედა მანტიას ქვედისგან.

მკვლევარის თქმით, ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ მეცნიერებს მოუწევთ გადახედონ იმას, რაც ვიცით მანტიის გარდამავალი ზონის შესახებ. მისივე თქმით, ოკეანის სიღრმეში კიდევ უფრო ძველი სტრუქტურებიც არსებობს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ ბევრი უძველესი სტრუქტურა ელოდება აღმოჩენას დედამიწის სიღრმეში. თითოეულ მათგანს აქვს პოტენციალი, გამოავლინოს ბევრი ახალი შეხედულება ჩვენი პლანეტის რთული წარსულის შესახებ“,- თქვა ვანგმა.