რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
ახალმა პერსონალიზებულმა ვაქცინამ, რომელიც იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან ერთად გამოიყენება, კლინიკური კვლევის ფარგლებში კანის კიბოს ერთ-ერთი აგრესიული ფორმის - მელანომის - რეციდივისა და სიკვდილიანობის რისკი 42%-ით შეამცირა.
კვლევაში 1 137 ზრდასრული პაციენტი მონაწილეობდა. მათ ქირურგიული ოპერაციის გზით სიმსივნე უკვე ამოკვეთილი ჰქონდათ და იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-ს იღებდნენ. მონაწილეთა დაახლოებით ორ მესამედს ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთდა, დანარჩენებმა კი პლაცებო მიიღეს.
კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინისა და იმუნოთერაპიის კომბინაციამ მელანომის მეტასტაზირების რისკიც 38%-ით შეამცირა.
ვაქცინა, სახელწოდებით Intismeran, mRNA ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინის საფუძველიცაა. მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, სიმსივნის გენეტიკური მონაცემების მიხედვით იქმნება. მიზანია, იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეძლოს.
პერსონალიზებულ ვაქცინას ფარმაცევტული კომპანიები MSD (აშშ-ში ცნობილი როგორც Merck) და Moderna ავითარებენ. მათი ინფორმაციით, მსგავსი მიდგომა სხვა სიმსივნეების, მათ შორის თირკმლის, შარდის ბუშტისა და ფილტვის კიბოს შემთხვევებშიც შეისწავლება.
მკვლევრები მიღებულ შედეგებს იმედის მომცემად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება იმის დასადგენად, რამდენად ზრდის მკურნალობის ეს მეთოდი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას.