6 ეფექტური გზა მეხსიერების გაუარესების პრევენციისთვის - ნახეთ 10-წლიანი კვლევის შედეგი

man

მეხსიერება ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტური ფუნქციაა. თუმცა, სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ის მცირდება, შესაბამისად იზრდება ალცჰაიმერის რისკი.

ალცჰაიმერი - ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა. მას ცნობიერებითი უნარების: მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების თანთადანაბით დაკარგვა ახასიათებს.  დაავადება  თავდაპირველად ნელა ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. განვითარების საწყის ეტაპზე, ალცჰაიმერის ძირითადი სიმპტომი  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  მსოფლიო მასშტაბით  ალცჰაიმერის დიაგნოზით სულ მცირე 50 მილიონი ადამიანი იტანჯება. ამჟამად მისი  განკურნების გზა არ არსებობს.გაეროს პროგნოზით, თუ მეცნიერება დაავადების მკურნალობის ეფექტურ გზას არ მიაგნებს, მაშინ 2050 წელს ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობა 152 მილიონს გადააჭარბებს.

სწორედ ამიტომ, სამედიცინო სფეროს ექსპერტები წლებია ცდილობენ იპოვონ გზები, რომელიც ადამიანები მეხსიერების დაქვეთების ტემპის შენელებაში დაეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით არაერთი კვლევაა ჩატარებული, აქამდე მეცნიერებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ ჰქონდათ.

თუმცა, ყველაფერი შეცვალა უახლესმა კვლევამ, რომლის შედეგებიც სულ ცოტა ხნის წინ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, ჯანსაღი ცხოვრების წესი  მეხსიერების დაქვეითებას მნიშვნელოვნად ანელებს.

რა მოიმოქმედეს კვლევის განმავლობაში

აღსანიშნავია, რომ კვლევა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე, მეცნიერები 60 წელს ზემოთ მყოფი 29 000 ადამიანის გონებრივი (კოგნიტური) ფუნქციების ცვალებადობას სწავლობდნენ.

უფრო კონკრეტულად კი,  ისინი აკვირდებოდნენ თუ როგორ ზემოქმედებდა სხვადასხვა სახის აქტივობა და საკვების მიღება ე.წ. APOE გენზე, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორად ითვლება.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებოდნენ, ალცჰაიმერის განვითარების რისკი 90%-ით მცირდებოდა.

შედეგად, მეცნიერებმა შეადგინეს ეფექტური მეთოდები, რომელთა დაცვაც ადამიანებს მეხსიერების დაქვეითების ტემპის შენელებაში დაეხმარებათ.

პირველი და მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი დიეტა, რომელიც მოიცავს ისეთ საკვები პროდუქტების მოხმარებას, როგორებიცაა:

 

1. ბოსტნეული

2.თევზი

3.ხორცი

4.კვერცხი

5. რძის პროდუქტები

6. მარცვლეული

7. პარკოსნები

8. თხილი

9. ზეთი

10. მარილი

11.ჩაი

 

ასევე,  ყურადღება უნდა მიექცეს ალკოჰოლის მოხმარებას.

 

რაც შეეხება აქტივობებს - მკვლევრების თქმით, ალცჰაიმერის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს:

 

1. წიგნების კითხვა

2. კარტის თამაში

3.  წერა

4. ვარჯიში (კვირაში 150 წუთზე მეტი)

5. ოჯახისა და მეგობრების მონახულება

6. წვეულებებზე სიარული

7. შეხვედრებზე დასწრება