სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
ნიდერლანდელი ქალის შესახებ, რომელსაც ბავშვობიდან აწუხებდა ჰალუცინაციები და ადამიანების სახეების ნაცვლად დრაკონის ფორმას ხედავდა, სტატია გამოქვეყნდა. გავრცელებული ცნობით, ქალმა კვლევები ჩაიტარა და მკურნალობის კურსიც გაიარა.
როგორც Live Science წერს, 52 წლის ქალს ახლა შეუძლია მედიკამენტების მეშვეობით, ჰალუცინაციებს გაუმკლავდეს.
ქალის თქმით, როცა ის ადამიანებს ხვდებოდა, პირველივე წუთებიდანვე მათ სახეებში დრაკონს ხედავდა. პაციენტმა განაცხადა, რომ ეს ჰალუცინაციები მას ბავშვობიდან აწუხებდა და ხელს უშლიდა ნორმალურ კომუნიკაციაში.
დიაგნოზის დასასმელად ექიმებმა ქალის ტვინი შეისწავლეს. MRI სკანირებით მათ აღმოჩენეს რამდენიმე დაზიანება ლენტიკულარული ბირთვის სიახლოვეს. ტვინის ამ ნაწილის დაზიანება იწვევს ყურადღების, მეხსიერების პრობლემებს და შესაძლოა, შიზოფრენიის განვითარებას. გარდა ამისა, ექიმებმა შეამჩნიეს უჩვეულო აქტივობა ქალის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელია სახეების და ფერების დამუშავებაზე.
ექიმებმა ქალს დაუსვეს დიაგნოზი პროზოპომეტამორფოფსია — ნევროლოგიური აშლილობა, რომელიც ხასიათდება სახეების შეცვლილი აღქმით. პაციენტს დაუნიშნეს მედიკამენტები. ქალის თქმით, სამწლიან მკურნალობის შემდეგ ჰალუცინაციები თითქმის გაქრა.