რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს - ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე

ლაძ

 "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს, დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე. ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და დაკავებულების ადვოკატი. მათი განცხადებით, საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

განსხვავებულია შეფასებები მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ქრთამის დაპირება ზუსტად ისეთივე დანაშაულია, როგორც ქრთამის შეთავაზება და მიცემა. ასევე, არსებითი განსხვავება არ არის ქრთამის დაპირების საჯაროობასა და ფარულობას შორის.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, ის ლევან ხაბეიშვილს უნდა შეხვდეს, რათა სხვდასხვა დეტალები გაიარონ, მისი განმარტებით ხაბეიშვილისთვის რალის წაყენებას დაახლოებით 17:00 საათისთვის ელოდება.

"მე უნდა ვინახულო ლევან ხაბეიშვილი, რომ გავიაროთ სხვადასხვა დეტალები. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება წარდგენილ იქნას 4-5 საათისთვის. აქედან გამომდინარე, ველოები ბრალს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ბრალი არ არსებობს. რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, ანიშნათონული მუხლი, პრეამბულა, დისპოზიციით, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ბრალი თავიდან ბოლომდე გამოგონილია.

"თავიდან ბოლომდე გამოგონილი ბრალდებაა. თუ ლევან ხაბეიშვილმა ტქვა, რომ მე ვთავაზობ 200 000 დოლარს და ამის გამო დაიჭირეს, ჩვენ ყველა, მისი გუნდის წევრები, პოლიტიკური ლიდერები ვიძახით იგივეს. რა საიდუმლო მასალები, კორუფციის შესახებ მასალა რომ გამოაქვეყნო ეს დანაშაულია? პოლიციელს და გდდ-ს თანამშრომელს, რომ მოუწოდო არ დაარღვიო კანონი და მშვიდობიან დემონსტრანტზე არ იძალადო ეს არის დანაშაული?" - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.