პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის ყოფილი მონაწილე, სალომე კალანდაძეა.
- მოვლენა, რომელმაც შეგცვალა ...
- უმმა ვეგანურმა კვებამ; 7 წელია, რაც ვეგეტარიანელი ვარ, 4 წელია უმ ვეგანურ კვებაზე ვარ.
- ვერასდროს წარმოიდგენდი ...
- რომ ჩვენს თეფშზე დადებულ რაღაცას ამხელა გავლენა ჰქონოდა ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე;
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს ...
- სულ გავიღმიბედი, ყოველ დღე ვიძახებდი, რომ მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ და უფრო მეტს ვიხეტიალებდი ბუნებაში.
- სტიმულს გაძლევს...
- ჩემი შვილები...
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე ...
- ტყეში მარტო ცხოვრება ...
- პირველი სიყვარულის ისტორია ...
- აუ, ძალიან რომანტიკული მქონდა! მე და ჩემი უკვე ყოფილი ქმარი მანამდე შეყვარებულები ვიყავით და ის ჩემთვის თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი იყო. რაში ვეგანურად კარგად არ ჟღერს, მაგრამ (იცინის) მაშინდელი სიმბოლური რაში... ჩემთვის ამ დედამიწაზე იყო ყველაზე სიმპათიური ბიჭი, ყველაზე კეთილი და თან მეგონა, რომ ყველაზე ძალიან მიყვარდა-ვუყვარდი. ზოგჯერ ერთმანეთს წერილებს ქვაზე ვუტოვებდით. დასამახსოვრებელი სიყვარულის ისტორია გვქონდა და ამ სამყაროსი მადლობელი ვარ.
- მტკივნეულად დასრულდა თქვენი ქორწინება?
- როგორ შეიძლება მტკივნეული არ იყოს, როცა სიყვარულს და გულს ეხება რაღაცა. რა თქმა უნდა...
- ვერასდროს იქნებოდი?
- ნელი მოსაუბრე (იცინის). გურული ქალი ვარ, აქოთქოთებული;
- მეშინია
- მეშინია იმის, რომ თითქოს, ერთი შეხედვით არაფრის მეშინია...
- რჩევას იღებ ...
- განურჩევლად ყველასგან შემიძლია რჩევის მიღება, მაგრამ 99,9 % არ ვითვალისწინებ ხოლმე
- მოხუცი იქნები ...
- ასე წარმომიდგენია: ჩემი ბაღჩა რომ მექნება და ყვავილებს მოვუვლი, იქ მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, ჩემი შვილები მომაკითხავენ და დილა მშვიდობისას ერთად ვეტყვით სურია ნამასკარ დედამიწას.