„ყვირილი ავტეხე, პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული...“ - თი მაჭავარიანი უმძიმეს ამბავს იხსენებს

თი

თი მაჭავარიანმა „ღამის პრაიმთაიმის“ ეთერში, სადაც  უმძიმესი ამბავი გაიხსენა, რომელიც სკოლის პერიოდში გადახდა. 

„ასე ვთქვათ, უხეშად, პრაქტიკაში მომიწია ძალიან ბევრი რაღაცის გაგება და არა თეორიულად. დღემდე მახსოვს ძალიან ტრავმირებულად ჩარჩენილი მაქვს ქვეცნობიერში, რამაც შემდეგ გამოიწვია ძალიან ბევრი კომპლექსი. არ ვიცოდი საერთოდ სექსუალური კავშირის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და დაახლოებით, მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა სკოლელმა ექვსმა ბიჭმა ჩემზე იძალადა და სექსუალურად შემავიწროვა, იძალადეს. 

მე ვადანაშაულებდი საკუთარ თავს, მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო. მეგონა, რომ მე ვიყავი ცუდი. სახლში ვერ დავმალე იმიტომ, რომ იქვე ყვირილი ავტეხე, თავიდან პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, ვერ ვამბობდი ვერაფერს, შემდეგ ვუკბინე, კბენის შედეგად კბილი მომტყდა და ღრიალი რომ დავიწყე, სკოლაში მოხდა ეს ყველაფერი, შემოცვივდნენ, ბიჭები გავარდნენ გარეთ და დაურეკეს ეგრევე ჩემს მშობლებს...“, - იხსენებს თი მაჭავარიანი.