"ყველაზე მეტად ჩემი შეყვარებული მენატრება, თუ გინდათ ყველაფერი წაიღეთ, ტელეფონიც..." - როიალი პირად ცხოვრებაზე

roiali

"ყველაზე მეტად შეყვარებული მენატრება... ის ჩემით ამაყობს!" - ასე პასუხობს რეალითი შოუს მონაწილე როიალი "პრაიმტაიმის" კითხვას  - "რა ენატრება ყველაზე მეტად "პრაიმჰაუსში" ყოფნის განმავლობაში?!"

ის ამბობს, რომ საყვარელი ქალი მისი ძალაა და ამიტომაც, რჩევებს ყოველთვის ეკითხება. 

"სახლში ვითომ ქალური სოლიდარობა მიდის, სინამდვილეში ასე არაა. კაცებში არაფერიც არ მიდის, უბრალოდ ვღლიცინებთ. მგონია, ლიზის რომ აგდებდნენ სოლიდარობა ქალებში მაშინაც არ იყო. 

მე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, ვის დავასახელე აუთსაიდერად და ეს სქესის გამო არ იქნება. ჩემი კრიტერიუმი უსამართლობაა. ვისგან მე უსამართლობა დავინახე, იმას დავასახელებ... 

პროექტში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩემი შეყვარებული მენატრება, თუ გინდათ ყველაფერი წაიღეთ, ტელეფონიც, არაფერი არ მინდა მის გარდა... ის ჩემით ამაყობს, ის ჩემი ძალაა და მის აზრს ყოველთვის ვითავლისწინებ და რჩევებს ვეკითხები. 

როცა ტელეფონზე საუბრის დრო გვაქვს, მთელ ამ დროს შეყვარებულთან საუბრისთვის ვიყენებ. ამიტომ სოციალურ ქსელში ძალიან ცოტა ფოტოს ან ვიდეოს ვაქვეყნებ..." - ამბობს როიალი.