პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პრაიმ ჰაუსის" მაყურებლებში, გიორგი ნაზღაიძის და ანი ყიფშიძის კონფლიქტი, კვლავ აქტუალურ ფაზაშია. ანის და გიორგის კოცნის ეპიზოდის შემდეგ, რეალითის მამასახლისმა, მოულოდნელად, ფილირტი ლიზა ქონიაძესთან გააბა, რასაც ანის მხრიდან ეჭვიანობის "სცენები" მოჰყვა. ყიფშიძე თვლის, რომ ის ნაზღაიძემ გამოიყენა.
გიორგი კი "პრაიმტაიმთან" პირველად აჟღერებს, რომ მუქარის შემცველ ზარებს და მესიჯებს იღებს.
"ანი უნდა შეიყვაროო, მწერენ. თუ ანისთან ერთად არ იქნები, პრობლემები შეგექმნებაო. ზოგი მწერს, აღარ გიგულშემატკივრებთო. ასეთ მუქარის შემცველ ზარებს ვიღებ" - ამბობს "პრაიმ ჰაუსის" ყველაზე სკანდალური და რეიტინგული მონაწილე.
შეკითხვაზე, ანის თუ ეკითხება, ვინ არიან ეს ადამიანები, გიორგი გვპასუხობს.
გიორგი ნაზღაიძე: ანას აღარაფერს ვეკითხები. უკვე ვხვდები, რომ ამ ადამიანს პასუხი არ უნდა გავცე. სამწუხაროა ეს ყოველივე.
საერთოდ, ყველას პასუხს ვცემ, ვხსნი მესიჯებსაც. მაგრამ ახლა უკვე, ვცდილობ, ამგვარ სატელეფონო ზარებს საერთოდ არ ვუპასუხო. როცა არ ვპასუხობ, მერე მესიჯები მოდის.
ანიმ რომ თქვა, გიორგის ლიზა ენატრება და ამიტომ ნაზღაიძე სახლში უნდა წავიდესო, ეს ვიდეო ვირუსივით გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. ყველა მიგზავნიდა. ამაზე ანიმ თავი იმართლა, ვიხუმრეო. მაგრამ უკვე გოგოები ყველაფერზე ამბობენ, ვიხუმრეთო. ისიც "იხუმრეს", სამი ფინალისტი ვართ და ბიჭები უნდა გავყაროთო.
მერე როცა მაყურებლისგან სიძულვილი წამოვიდა, თავი იმართლეს. არ ეგონათ, რომ ეს საუბარი სტრიმზე გავიდოდა.
უკვე დაჩაგრული ქალების როლი მოირგეს და ამის ხარჯზე სურთ პროექტის მოგება. კაცები მოძალადეებად გამოვყავართ. ნახეს, რომ რეიტინგზე მუშაობს და ახლა ამ სტრატეგიას "აწვებიან."
გოგოების გულშემატკივრები გვწერენ - ქალს ხელი როგორ ჰკარი... აკოცე და ახლა როგორ ექცევი? ერთი კოცნის გამო ვინმე თუ ცოლად უნდა მოვიყვანო ან რამე იმედი ჩავუსახო, არ ვიცი. გვავიწყდება, რომ ეს თამაშია და დღეს ერთი მოგვწონს, ხვალ მეორე.
- ანა თვლის, რომ ის შენ გამოიყენე.
- ვერ ვიტყვი, რომ მე გამოვიყენე, პირიქით. ანიმ უნდა გაიხსენოს, როდესაც აუტსაიდერის სკამზე იჯდა, ჩემმა გულშემატკივრებმა გადაარჩინეს. ამისთვის მადლობებს მიხდიდა. დრო გავიდა და ახლა ამბობს, რომ თურმე გიორგის გულშემატკივრები არაფერ შუაშია და მადლობა არავის არ უნდა გადაუხადოს. სამწუხაროა... ადამიანი დაუნახავი არ უნდა იყოს.
ემოციური საუბარი გვქონდა და ანის ავუხსენი, რომ ჩვენს შორის ყველაფერი უნდა დასრულდეს. ინტერვიუშიც არ უნდა მახსენოს, არც მე ვახსენებ. ამას დიდი ხანია ვცდილობ. ჩემს ხარჯზე მსხვერპლის როლის თამაში უკვე საკმარისია. ერთი კოცნის გამო ქალი მსხვერპლი არ არის. მას მორგებული აქვს როლი, მე ვაკოცე, გამოვიყენე და დავემშვიდობე. ხალხო, ერთ თვეში სიყვარული არ გამიგია!
ანიმ გააჟღერა, მე მინდა მოგება და ამისთვის ყველა გზას გამოვიყენებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პირველი დღიდან თამაშობს. გამოდის, რომ აქეთ მე გამომიყენა.
და საერთოდ! მსხვერპლნი ვართ კაცები და არა - ქალები. მათ კოალიაცია შეკრეს და ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ, რომ პროექტიდან მოგვიშორონ. მაგრამ ჩვენ კაცები გავერთიანდით, მეგობრულად გვერდიგვერდ დავდექით და ღირსეულად ვაგრძელებთ თამაშს.