1785672060
„ყველას დიდი მადლობა ემმის დაბადების მოლოცვისთვის“ - ნოე სულაბერიძე
ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
ახალშობილი გოგონაა და მას ემმი დაარქვეს. ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობას უხდის:
„ყველას დიდი მადლობა ემმის დაბადების მოლოცვისთვის. უდიდესი სიამოვნებაა თქვენი კომენტარების კითხვა, დიდი მადლობა“, - წერს ნოე სულაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ნოე სულაბერიძის ცოლი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილია, რომელთანაც სამი საერთო შვილი ჰყავს, ხოლო მას პირველი ქორწინებიდან, ასევე ჰყავს უფროსი გოგო და ბიჭი.
View this post on Instagram












