1769027328
„ყველაფერს აკეთებენ, რომ პროექტი დამატოვებინონ...“ - ლორენცო მიმართვას ავრცელებს
რეალითი შოუს „ჰაუსის“ მონაწილე ლორენცო მიმართვას ავრცელებს.
„სავარაუდოდ, აუტსაიდერის სკამზე კიდევ ერთხელ მიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცით, ვისზე თამაშობენ. ეს არის ახალი ტიპის კოალიცია, რაც უკვე ამ სახლში ჩამოყალიბდა. ყველაფერი ხდება, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროექტი დამატოვებინონ. მაგრამ როდესაც იაზრებენ იმას, რომ ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე ასე მარტივად ვერ მოახდინონ, ახლა ჯავახას სტრატეგია არის შემდეგნაირი: კონტენტს ვეღარ აკეთებს ეს ადამიანი მას შემდეგ, რაც მარიამი წავიდა. ერთადერთი საშუალება, რაც დარჩა, ეს არის ხელი მაწევინოს და ყველაფერს კადრულობს, ყველაფერს იძახის - ათასი სიბინძურე სიტყვით, ყველანაირი გზით ცდილობს, გამოიყვანოს ადამიანი.“












