1775204481
სინოდის სხდომა დასრულდა
საქართველოს საპატრიარქოში, სინოდის სხდომა დასრულდა. დღევანდელი სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათი გაგრძელდა.
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომა იყო, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტრპოლიტი შიო მუჯირის მოწვევით შეიკრიბა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დღევანდელი ხდომის მიზანი იმ საორგანიზაციო თემების განხილვა იყო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი.
მაღალი სასულიერო იერარქების განცხადების მიხედვით, დღეს პატრიარქობის კანდიდატების ასაკისა და განათლების საკითხზეც უნდა ემსჯელათ.











