„ყველა თანამშრომელი თანაბარია, არ არსებობს ჩვენთან მაღალი და დაბალი თანამდებობა“ - ნუკი კოშკელიშვილი ვაკანსიას აცხადებს

მსახიობი

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი საქართველოშია და როგორც თავად ამბობს, გამომწერებს ბევრ სიახლეს უმზადებს.

ვიდეომიმართვიდან ირკვევა, რომ Nuki Cosmetics-ი ვაკანსიას აცხადებს და ახალ თანამშრომლებს ეძებს.

„გასაუბრება გვაქვს კონსულტანტის პოზიციაზე, ძალიან კარგი პირობები გვაქვს. ჩვენი ყველა თანამშრომელი ძალიან გვიყვარს, ჰკითხეთ მათ, ისინიც ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენთან მუშაობით, იმიტომ, რომ მაგარი გუნდი ვართ - ერთიანები, ყველას აზრი გვაინტერესებს. ყველა თანამშრომელი თანაბარია, არ არსებობს ჩვენთან მაღალი და დაბალი თანამდებობა. თუ გინდათ, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდეთ, გასაუბრებაზე მობრძანდით 15 ივნისს, ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში, მე-14 სართულზე, მე-9 ოთახში“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ნუკი კოშკელიშვილი.