„ყველა მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ბაგირა მომწონდეს...“ - ინტერვიუ გურამ შეროზიასთან

ბაგირა გურამ

„პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გურამ შეროზიამ აღნიშნა, რომ ბაგირა პროექტში მისი ერთადერთი მეგობარია, თუმცა, ეს ურთიერთობა მეგობრობას სცდება.

„ჩვენ წყვილი არ ვართ. შეუძლებელია, 4 კვირაში ყურებამდე შეგიყვარდეს და ვინმეზე გადაირიო, გვაქვს ძალიან კარგი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობის გარდა სულიერი კავშირი გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთმანეთი მოგვწონს კიდეც, ყველა მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ბაგირა მომწონდეს. ეს მოწონება და სიმპატიაა და არა სიყვარული. ხალხი ფიქრობს რომ ვუხდებით, თუმცა, ჩვენი ურთიერთობაა მეგობრობას ახლახან გაცდა. თან ვფიქრობთ, თან არ ვჩქარობთ. ესაა მეგობრობა, რომელიც ოდნავ მეგობრობაზე მეტია. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიდის, შეიძლება რამეშიც გადაიზარდოს.

ნახეთ ვრცელი ინტერვიუ