პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოცეკვავე და ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუა ირლანდიიდან საქართველოში დაბრუნდა.
„იმედის“ ეთერში მოცეკვავე პროექტის შესახებ საუბრობს და გულშემატკივრებს საკუთარ ემოციებსაც უზიარებს.
“გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან აბსოლუტურად ყველა დადგმა მე გავაკეთე, ყველა ჩემი ქორეოგრაფია იყო. ჩემს თავს ახალი „ჩელენჯები“ გავუკეთე… როგორც ხედავთ, მოეწონათ შედეგი…” – აღნიშნა სალომემ.
როგორც მოცეკვავე ამბობს, მას და მის მეწყვილეს გამარჯვებამდე სულ ცოტა ხმა დააკლდათ.
სალომე ჭაჭუამ ერთმანეთს ქართული და ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავებიც” შეადარა.
„შეზღუდვები იყო ქორეოგრაფიის მიმართულებით. მაგალითად, ლათინურ ცეკვებში არ შეგვეძლო აზიდვები, მხოლოდ დაბალი „ტრიუკები“.
იქიდან გამომდინარე, რომ კონსერვატიული ქვეყანაა, ცეკვის მოძრაობების და ასევე კოსტიუმების შეზღუდვებიც იყო. ყოველთვის გავდიოდით კონსულტაციას დამდგმელ რეჟისორთან…
მადლობელი ვარ ჩემი მეწყვილის, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ამყვა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მუშაობა მასთან, რა თქმა უნდა, არ გამიჭირდა, რადგან თვითონ სპორტსმენია.
სულ მახსენდება ძალიან კარგად, იმიტომ რომ კომფორტულად ვმუშაობდით. თვითონაც ძალიან უყვარს ცეკვა,“ – აღნიშნა სალომე ჭაჭუამ.