ყურადღება! ნუცამ შოუში მონაწილეობა რომ გააგრძელოს საჭიროა ხმის მიცემა - დეტალები

ნუცა

ნუცა ბუზალაძე, სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს კვლავ დეტალურად განუმარტავს, თუ როგორ შეიძლება მისთვის ხმის მიცემა.

ცნობისთვის, იმისათვის, რომ ნუცამ შოუში მონაწილეობა გააგრძელოს საჭიროა ხმის მიცემა.

აღსანიშნავია, რომ ბუზალაძე ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს.

„ორშაბათს ლოს ანჯელესის დროით 5 საათზე , ნიუ იორკის დროით 8 საათზე და (საქართველოს დროით, 18აპრილი დილის 4 სთ) იწყება ლაივი! ♥️ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!🫂♥️

🌟 მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,

🌟მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

🌟მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ!“, – ამბობს ნუცა.