პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობ ნოშრე ფელინის, იგივე პაატა ქვლივიძის პოსტი სოციალრ ქსელში გამოქვეყნდა. ის მსახიობ ეკა მჟავანაძეს დაბადების დღეს ულოცავს:
„ოდესღაც, ვიდრე ქასტინგის ამბავში დავიწყებდი მუშაობას, ეკა მჟავანაძის ნომერი მეწერა ტელეფონში -
gmerto darekos ekam
ახლა რომ ვრეკავმ რა თქმა უნდა საქმეზე და არა - როლზე, მინდა ყველამ გაიგოს, რა დღეშიც ვყავარ.
იწყებს შუაღამის 4 საათზე: - ნოშრე თახსირო , ამას წინათ მე და შენ რომ მივდიოდით, გოგო რომ მოგესალმა და იმ გოგოს რომ ქალი ახლდა „მალინისფერ სვიტრიანი“, ეგ ქალი „დავაი“, სასწრაფოდ გვინდა
ან - ნოშრე, დილის 6-ზე რომ მსახიობი გვინდა, ტელეფონი გამორთული აქვს, უნდა ამოვთხაროთ... და რა თქმა უნდა, ვთხრით დილას 6-ზე, მიწიდან ამოღებული ის მსახიობი დევს გადაღებაზე“
ისიც მინახავს, „ზაპოიანი“ მსახიობი რომ შეაერთა გადასხმაზე და დილის 5-ზე მაინც ცოცხალი მიიყვანა გადაღებაზე, ფეხებთან ეჯდა მთელი ღამე, არ გაჰპარვოდა დასალევად.
მსახიობების ნომერ-მისამართები ხომ აქვს და იმათი ნაშებისაც, თუ ვერ იპოვა, იქიდან გამოჰყავს იძულებითი წესით.
რომელი ერთი გავიხსენო , ხან ცალთვალა ინგუში გვინდა და ხან სამფეხა კორეელი.
ვიღაცა იტყვის, ნეტავი თქვენ, დადიხართ, დროს ატარებთო, არ არის მასე, დიდი ჯაფააა მეგობრებო,
დღეს ჩვენი ეკას იუბილეა, მივულოცოთ!!! საოცრად კარგ არტისტს, ქასთინგ მენეჯერს, ქალს, დედას, მეუღლეს, ,მეგობარს და მოქალაქეს, ეკა მჟავანაძეს გაუმარჯოს!
მიყვარხარ და გენდობი სამუდამოდ, მე შენზე დავწერ წიგნს აუცილებლად“ - წერს პაატა ქვლივიძე სოციალურ ქსელში.