„ვნანობ, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ უფრო მალე არ დავდექი ფეხზე...“ - მარიამ ქინქი პირადზე

ქინქი

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე მარიამ ქინქი რთული დღეების შესახებ საუბრობს და გვიმხელს, რას ნანობს ყველაზე მეტად ცხოვრებაში.

ვნანობ, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ უფრო მალე არ დავდექი ფეხზე ისე მაგრად, როგორც ახლა ვდგავარ. მქონდა დეპრესია, კვებითი აშლილობა, მქონდა სუიციდის ფიქრები და მცდელობაც, საკუთარი თავის ზიზღი და ა.შ. ვნანობ, რომ უფრო მალე არ მოვედი აზრზე, არ შევხედე ჩემს თავს სარკეში და არ მივხვდი, რომ მე ვარ დედოფალი.“ - ამბობს მონაწილე.