პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსში“ ურთიერთობები ისევ დაძაბულია. „დისლაიქის“ დაწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარიამ ქინქი ნიკა გოგვაძეზე გაბრაზებულია, მეტიც, მან ემოციები ვერ გააკონტროლა და ატირდა.
მარიამს ეწყინა ნიკას შენიშვნა: „ძალიან მძაფრი ნუ იქნები იმ ინტიმურ ჭრილში, როგორც მექცევი...ქინქის ვთხოვე, ახლოს არ მოსულიყო, იმიტომ, რომ ძალიან ინტიმური ურთიერთობა არ გვქონოდა“.
თავის მხრივ მარიამი განმარტავს, რომ ის ისეთი შებოჭილი იყო, მისი „გახსნა“ ჰქონდა მიზნად დასახული.
„ნიკასგან მეწყინა ძალიან, რომ თურმე მძაფრ დისკომფორტს ვუქმნიდი... მგონია, რომ ვარ ადგილას, სადაც სრულიად მიღებენ იმისთვის, როგორიც ვარ მე რეალურად. აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო... ვიცოდი, რომ მესროდნენ ქვას იმის გამო, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ... ვერც ვლაპარაკობ, იმდენად მტკივა... “ - თქვა მარიამმა.