მამა ნაუმის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1783613074
სალომე ბაკურაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანია. იგი 1984 წელს დაიბადა და დღეს, 9 ივლისს 42 წლის გახდა
მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მეგობრები ულოცავენ:
„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ!!! მაშინაც, ახლაც და სულ. დღეს შენი დღეა. ვიცი, რომ ეს დაბადების დღე წინას აღარ ჰგავს და ალბათ ამ დღესაც გამძაფრებული ემოციებით ხვდები, მაგრამ მინდა, ერთი რამ არასოდეს დაგავიწყდეს, შენ არ ხარ მარტო. მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. სალკიკ, მადლობა, რომ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და ყოველთვის ასე იქნება“, - წერს ლევან კირვალიძე.
„ჩემო სულით და გულით ლამაზო ადამიანო, გილოცავ შენს დღეს. ბედნიერი უნდა იყო შენს სანტისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად ვინც გიყვარს. ძალიან მიყვარხარ“, - წერს თიკა მახალდიანი.
ცნობისთვის, სალომე ბაკურაძე ფართო საზოგადოებამ 2005 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტიდან „ნუცას სკოლა“ გაიცნო. ასრულებს პოპის, სოულის, ფოლკლორისა და ეთნომუსიკის ჟანრის სიმღერებს. მუსიკალური კარიერის პარალელურად იგი აქტიურად მუშაობს მედიაში. გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის გუნდის წევრი. ასევე მიჰყავს საავტორო გადაცემა „არტისტული ოთხშაბათი“ რადიო „იმედის“ ეთერში.
სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა). მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი. 2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.