პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შაბათს „პრაიმ ჰაუსი“ ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და ხმაურიანმა მონაწილემ დატოვა. დეა ხიდაშელმა, იგივე ბაგირამ მაყურებელს თავი თავისი მკაფიო და მკვეთრი პოზიციებით დაამახსოვრა. გურამისა და მისი ურთიერთობა ახლაც საზოგადოების განხილვის თემაა. გულშემატკივრებს სურთ, რომ ისინი როგორც წყვილი, ისე იხილონ.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბაგირამ კრიმინალური ავტორიტეტისგან ბრილიანტის ბეჭედი მიიღო, თუმცა, საჩუქარი არ დაიტოვა და კვლავ პატრონს დაუბრუნა. ამის შესახებ ის თავად გვიყვება.
დეა ხიდაშელი: - სიმართლე გითხრათ, გუშინ გავბრაზდი და შევშინდი კიდეც, დიდი ხანი ვუყურებდი ამ ბეჭედს და ვერ ვხვდებოდი, რატომ დავიმსახურე ასეთი ძვირადღირებული საჩუქარი ადამიანისგან, რომელიც ნანახი არ მყავს და გუშინდელამდე არ ვიცოდი თუ არსებობდა.
საყვედურებით დავუბრუნე უკან, ვისაც გამოატანა და ცოტა ზედმეტიც მომივიდა გაბრაზება, მერე დავფიქრდი და არ იმსახურებდა ეს ადამიანი ჩემგან ამას. ავდექი და დღეს ავუხსენი კიდეც და პირადი ბოდიშიც გავუგზავნე ჩემი ქმედების გამო, ცოტა უხეშად მომივიდა და თვითონვე მითხრა, რომ დასაფასებელია ჩემი ეს მოქმედება, რომ არ მოვატყუე და არ ვისარგებლე მისი კეთილი განწყობით, დიახ! თამაშს ვერ დავუწყებ ვერავის გრძნობებზე, ასეთი ძვირფასი საჩუქრის გამო და ფულის გამო...
- მის ვინაობას არ გაგვიმხელთ?
- არ ცხოვრობს საქართველოში, ევროპაშია და ასეთი ადამიანის სტატუსის ხმამაღლა ხსენება, ჩემივე უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება. მოკლედ მიხარია რომ საწყენად არ მიიღო და შევთანხმდით, ვიმეგობრებდით. მე თვითონ ვიყიდი ჩემივე ფინანსებით ასეთ ძვირფას ბეჭდებს და მაშინ მოგიყვებით, როგორ და რა ენერგია დამჭირდა, რომ მეშრომა ამ ყველაფრისთვის!