„ვისაც ჩემთვის ულოცია ჯარჯის სახით მომეწია...“ - თათია შარანგია რჩეულს ემოციურ პოსტს უძღვნის

თათია შარანგია

ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში თავისი რჩეულის, ჯარჯი თორაძის შესახებ ემოციურ პოსტს გვიზიარებს და წერს, რომ მისთვის ჯარჯი დასაყრდენი და საიმედო ადამიანია.

„ბავშვობიდან მომწონდა საიმედო ადამიანები… ჩემთვის ერთი იყო ასეთი – მამა… დასაყრდენი, საიმედო, ადამიანი რომელიც მუდამ მოიცლის შენთვის, არ განგიკითხავს მანამ სანამ არ დაგიცავს, მერე კი დასვამს კითხვებს.. – ასეთია ჯარჯი…

არ მინდა წარსულ ცხოვრებას შევეხო… ერთი კი ვიცი, ყველა ეძებს მამის მსგავს – თანამგზავრად. თვისებებით, ფასეულობით, ღირსებით. მამა ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე მყოფი, თუ ტელეფონზე არ მიპასუხებს, ნახევარ წამში მირეკავს-“მშვიდობაა მა?” და რომ გაიგებს, რომ უბრალოდ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ, მოგვიანებით მირეკავს და მეუბნება, რომ მას უფრო ვუყვარვარ. – ასეთია ჯარჯი…

ჩემი ცხოვრების მთავარ “პრობლემად” მივიჩნევ, რომ მინდა მუდამ მშვიდობა… მინდა ჩემს გარშემო ყველას უყვარდეს ერთმანეთი და ზოგჯერ ასე ვერ ხდება, ეს აუცილებელიც არ არის, არ უნდა დაგწყდეს გული- ასეთია ჯარჯიც…

არ ვარ ბოღმიანი. ვაპატიებ ყველას ყველაფერს, მაგრამ მივხვდი, უნდა გახსოვდეს ვინ, როდის, როგორ გაგრძნობინა თავი… და იმაზე ახლოს აღარ უნდა მოუშვა ვიდრე იმსახურებს ის. ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოჯახის წევრი, თუნდაც ერთ დროს ყველაზე ახლო ადამიანი.მე მიჭირს ასე მოქცევა… და… ასეთია ჯარჯიც…

ღიად ვამბობ, ვისაც ჩემთვის ულოცია ჯარჯის სახით მომეწია, სიგიჟემდე მიყვარს, ვემადლიერები, პატივს ვცემ და ვიცი, მისი სახით მყავს ის ერთი, რომლის გარდაც ყველამ რომ მაქციოს ზურგი, მარტოობის ელემენტარული განცდა არ მექნება.

მადლობა ღმერთს მისთვის, ჩვენი საოცარი შვილებისთვის და ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, რომლებიც ხართ შეუფასებლები, რომლებიც იდექით ჩვენს გვერდით მაშინ როცა ყველაზე ფასეული და დასამახსოვრებელი იყო ეს გვერდში დგომა.

ჯარჯი, შენ ზუსტად ასეთი ხარ.. ზუსტად ჩემნაირი… მე და შენ ვცხოვრობთ სიყვარულზე შეყვარებული და ეს გამარჯვებაა… – მიყვარხარ“, – წერს თათია შერანგია

შეგახსენებთ, ჯარჯი თორაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ის ზაზა თორაძის შვილია. თათია შარანგია 3 ვაჟის დედაა, ის ყოფილ მეუღლე სანდრო შელიას 2022 წლის ზაფხულში დაშორდა.