ვირი პერი, რომლის მიხედვითაც შრეკის პერსონაჟი შექმნეს, მოკვდა

ვირი პერი

ვირი, სახელად პერი, რომელიც თავის დროზე შრეკის ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპად იქცა, 30 წლისა მოკვდა.

ცხოველი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოში, ვირების ერთგვარ თავშესაფარში ცხოვრობდა, დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ჩლიქების ანთებით, რის გამოც მისთვის ევთანაზიის გაკეთება გადაწყდა.

"იგი აქ ყველას უყვარდა და ახლა ყველა გლოვობს",- ამბობს თავშესაფრის მოხალისე ჯენი კირატლი.

პერი თავშესაფარში 1997 წელს მოხვდა, როცა მხოლოდ სამი წლის იყო.