აშშ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ უკრაინა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.

„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.