„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ახალი მონაწილე: „ადამიანი თუ მიყვარს და ჩემ გვერდითაა, არ არის საჭირო ამის ხელის მოწერით დამტკიცება...“

თამარ ხურცილავა

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ერთგული მაყურებლები მონაწილეების ვინაობის გამხელას მოუთმენლად ელიან.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველი მონაწილე სუხიშვილების მოცეკვავე და „მასტერ შეფის“ მონაწილე, 34 წლის თამარ ხურცილავაა.

გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ არქივიდან

„სუხიშვილების“ მომხიბვლელი მოცეკვავე, თამარ ხურცილავა პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვას პასუხობს. მისთვის მეორე ნახევარი ისეთი ადამიანი შეიძლება იყოს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება ისე, რომ არავინ დააზიანოს: „ცოტა რთულია ასეთი ადამიანის პოვნა… გახსნილი გონება უნდა ჰქონდეს და ჩემი პროფესიის გამო ეჭვიანობის სცენები არ ახასიათებდეს. მგონია, რომ ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია…

ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობ?

მგონია, რომ ხელის მოწერა და მსგავსი რამ საჭირო არ არის, ეს მხოლოდ ჩარჩოებია. ადამიანი თუ მიყვარს და ჩემ გვერდითაა, არ არის საჭირო ამის ხელის მოწერით დამტკიცება. ჩემთვის ამით არაფერი იცვლება. ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლება, ოჯახი შექმნა და ძალიან კარგად იყო… ოფიციალურობა ცოტა არ მსიამოვნებს. ხელის მოწერა რისთვის არის საჭირო, ქონების გასაყოფად?! მგონია, რომ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს…“