1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნიკოლოზ ქართველის მეუღლე, თაია ჭიჭინაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
„არ შემიძლია ყველაფერი მადლობით არ დავიწყო. დღეს ვხვდები, რომ ეს ქვეყანა გადარჩება... ამ ქვეყანაში ნამდვილად ცხოვრობენ ძლიერი ქალები... მადლობა თითოეულს, თქვენ, ვინც თუნდაც ერთი წამი დახარჯა ჩემი ტკივილის გასაზიარებლად, ასევე მინდა შევეხო ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქმარი გავაქირავე, მთელი გულით გისურვებთ საყვარელი ადამიანისგან ზუსტად იმავეს, რაც მე გამოვიარე, თქვენნაირი ქალები ნამდვილად იმსახურებენ ღალატს და მოტყუებას.
ჰო და კარგი ამბავიც მაქვს. ხვალ მე მგონი, აქედან გამწერენ და ვფიქრობ, სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდები, მოვუსმენ საკუთარ სხეულს და ბუნებას... შევეცდები, ეს სირცხვილი აუცილებლად სამართლიანობით ჩავანაცვლო და სათითაოდ ყველას გავცე პასუხი.
დაიმახსოვრეთ, განადგურებულ, გამოყენებულ, დამცირებულ, გაყიდულ, ნაღალატებ ქალზე ძლიერი (თუ გადარჩა) არავინაა“. - წერს თაია ჭიჭინაძე.
ასევე ნახეთ:
⇒ „ეს კიდევ ერთი ნიშანია...“ - რას წერს სკანდალური პოსტის შემდეგ ნიკოლოზ ქართველის მეუღლე
⇒ “...ახლა საავადმყოფოში ვარ და სიცოცხლისთვის ვიბრძვი“ - ნიკო ქართველის ცოლი დუმილს არღვევს