1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, ნიკო ქართველის ე.წ ყოფილი მეუღლე თაია ჭიჭინაძე დუმილს არღვევს და იმ დეტალებს ხდის ფარდას, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში ატიურად განიხილებოდა.
ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„შევეცდები მოკლედ ავხსნა... ახლა საავადმყოფოში ვარ და სიცოცხლისთვის ვიბრძვი... ჩემმა 3-თვიანმა ნერვიულობამ, დამცირებამ, ტყუილში ცხოვრებამ შედეგი გამოღო... არ შემიძლია ახლა საუბარი და ტექსტსაც მეგობარი მიწერს, იმედია, გადავრჩები, შევძლებ, თავიდან დავიწყებ და ვისწავლი ყველაფერს...
მე საკმაოდ ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც მქონდა... ბევრი სირთულე გამოვიარე, მაგრამ ბუნებით ძლიერი ადამიანი ვარ და ვცდილობდი, ყველაფერს გაგებით მოვკიდებოდი...
ნიკას „პრაიმ ჰაუსში“ შესვლა მე ვურჩიე, მეცოდებოდა, ვფიქრობდი, რომ მრავალმხრივ ნიჭიერი იყო და კარაოკეში 40 ლარზე არ უნდა ემღერა... ქასთინგების დაწყების დროს მეგობრებმა ურჩიეს, არ თქვა ცოლი თუ გყავს, თქვი, რომ ახლა კონფლიქტში ხარ. ცოლი, შვილი და ყველაფრით ვერ გაივლი ქასთინგს, რომ შეხვალ იტყვი, რომ შევრიგდით და ეს იქნება, იქ შესულს ვერაფერს იზამენ...
ხოდა, დაიწყო პროექტი, დაემთხვა აქცია, ვერ გამოვიდნენ პირველ პარასკევს და როგორც კი გამოვიდნენ, სახლში იყო ომი... რა თქმა უნდა, მომივიდა ჩხუბი და იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული და სალომემ იცოდა, რომ ცოლი ჰყავდა, წამიყვანეს კარაოკეში და ნიკამ სალომეს უთხრა, ვციტირებ „გაიცანი ჩემი ცოლი, თათია“. ამ დროს, მაგიდასთან ისხდნენ ჩემი მეგობრები და ნიკას ძმაკაცები... ასევე, ნიკა ამტკიცებდა, რომ სალომეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, ვიღაც „ჯოხაძე“ და სალომესაც უნდოდა, რომ შევხვედროდით 4-ვე ერთმანეთს და მისი მეგობარი მამაკაციც დაწყნარდებოდა...
ყოველ დღე ვტიროდი, 3-ჯერ თვითმკვლელობა ვცადე, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად მუშაობდა ჩემზე, 6 წელი ადამიანთან ერთად გავატარე, მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩემთვის მკვდარია... მის გარეშე თაია არ მახსოვს როგორი იყო, როგორ იღვიძებდა, რას აკეთებდა დღის განმავლობაში, ან როგორ იძინებდა... აი ეს არის მიზეზი, თუ რატო ვიჯერებდი მის სიტყვებს...
ამ ყველაფრის პარალელურად, სალომეს ვწერდი ვენახე, დავუტოვე ნომერი, ვწერდი ვათსაფზე, არც ერთხელ ვუნახივარ... მე მაქვს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ უკვე კარგა ხანია იცის, რომ ნიკას ცოლი ჰყავს და ელოდება დაშორებას. ნახა ჩემმა დამ, დაელაპარაკა, აუხსნა, რომ ცუდად ვიყავი, აჩვენა რომ
ნიკა თაიას ატყუებდა, მაგრამ მან ეს უკვე ისედაც იცოდა და ელოდებოდა, რომ ნიკა მე დამშორდებოდა...
ჩემი დის და სალომეს შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღეში სალომე მაშინ, როცა უკვე ინფორმირებული იყო ყველაფერზე, ადგა და აბუ-დაბიში წავიდა. უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, რის გამოც ხმას არ ვიღებდი მთავარი ჩემი დედიკო იყო რომელსაც ყოველ დღე ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, თამაშია დედი, მსახიობია დედი, და ჩემს ცხოვრებაში დედის როლი უდიდესია რაც მამა დავკარგე.
ვიდეო, რომელზეც მედავებიან, რატომ ჩავწერე? ნიკას მეგობრების დამსახურებაა, რომლებიც თავს მეხვია... სალომე ხომ გაიცანი, დადგმულია, ჩაწერე ვიდეო, რეიტინგს აიწევენ, ეს ჩხუბი კარგია და ასე შემდეგ... იმ მეგობრების, რომლებმაც საბოლოოდ გამყიდეს და მაგათზეც აუცილებლად ვისაუბრებ... ყველაფერს დავდებ ნაწილ-ნაწილ და სათითაოდ ყველა კითხვას ვუპასუხებ... რატომ ვასაჯაროვებ ყველაფერს ახლა? მაშინ როცა მე სიცოცხლისთვის ვიბრძვი, სწორედ ამ 3 თვის გამო, სწორედ იმ ნერვიულობის ხარჯზე, რაც გამოვიარე არასამართლიანად მიმაჩნია მეორე და მესამე მხარე ბედნიერად დროს ატარებდეს, ხალხი ქუჩაში კოცნიდეს ადამიანს, კაცს, რომელმაც საკუთარი ცოლი თავის რეიტინგს, პოპულარობას და კარიერას შესწირა... და თქვენ რა გგონიათ, რომ ნიკას სალომე უყვარს? ან ვინმე უყვარს საერთოდ? ზუსტად ისე გაყიდის ყველას, როცა დასჭირდება მის საქმეს ამას დღეს ვხვდები.. და ბოლოს, იცოდეთ განსაკუთრებით ქალებმა, იყავით ძლიერები, ამაყები და იცხოვრეთ ჯერ თქვენი ცხოვრებისთვის, არავინ არ გაუშვათ თქვენზე წინ... ძნელია მაგალითი აიღო სხვისგან, მაგრამ შეეცადეთ... ბოლოს დავაყოლებ, არასდროს სიბოროტე არ გამიკეთებია ცხოვრებაში, არასდროს არაფერი არ გამიქირავებია და მით უმეტეს, ქმარი... მე აქეთ ვარ მსხვერპლი, უდიდესი ტყუილის და დღეს გადარჩენას ვცდილობ...“ - წერს თაია ჭიჭინაძე.