ვინ არის თამთა გოდუაძის მილიარდერი რჩეული

გოდუაძე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, თამთა გოდუაძის პირადი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოსი, უცხოური მედიისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მისი რჩეული 38 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლა­ცი­სე­ბის უმდიდრესი ოჯა­ხის წარმომადგენელია.

მისი ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარ ბერძნებს შორის პირველ ადგილზე 3 მლრდ ქონებით დაასახელა. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა. თამთას რჩეული კი მი­ლი­არ­დე­ლია, მას სოლიდური ქონება მემკვიდრეობით ნავთობის ბიზნესწილებიდან ერგო.

რამდენიმე თვის წინ თამთა გოდუაძემ უცხოურ პრესაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

„ქორწინება ბევრს არაფერს ნიშნავს. საქორწინო კაბა ცხოვრებაში ერთხელ უკვე მეცვა, როცა პატარა ვიყავი. თუმცა, ეს ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა, უბრალოდ არ არის ჩემი სტილი.

ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მთავარი სიყვარული, გაგება და პატივისცემაა, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ – არც ერთ შემთხვევაში მე და პარის არ შეგვიძლია ზეწოლის ატანა. ერთად ვართ, მაგრამ დედამიწაზე არანაირი მიზეზის გამო არ ვკარგავთ თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში კომპრომისზე მიდიხარ, მაგრამ მე და პარი ერთმანეთს არ ვეკითხებით, სად წავალთ და რას გავაკეთებთ. ასეთი დისკუსია ჩვენს შორის არ იმართება. ორივე იმას ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე“, - განაცხადა გოდუაძემ.