VIDEO: ვინ არის ზურიკო დავითაშვილის შეყვარებული - წყვილი ერთად ხშირად ჩნდება

mia nitsa

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ, რადგან უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება და ბათუმში გამგზავრება მოუწია. სტუმრად მყოფი მონღოლეთი 25 მარტს ნაკრებმა დიდი ანგარიშით დაამარცხა და ახლა 28 მარტისთვის ემზადებიან. წინ ნორვეგიასთან შეხვედრაა.

გარდა სპორტული ნიუანსებისა, გულშემატკივრების ყურადღებას ჩვენი ფეხბურთელების პირადი ცხოვრებაც იქცევს. ამჯერად, ზურიკო დავითაშვილის შეყვარებულის შესახებ გიამბობთ.

დავითაშვილი საფრანგეთში, „ბორდოში“ თამაშობს. 22 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი გოგონა, მია გზირიშვილია. წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ერთობლივ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ  ახალ წელს პარიზში ერთად შეხვდნენ.

როგორც სოცქსელებით ირკვევა, ზურიკოსა და ხვიჩას რჩეულებიც მეგობრობენ. ბიჭების თბილისში ყოფნის დროს წყვილები ხშირად იკრიბებიან.

ამჯერად კი ბათუმში იმყოფებიან. 

 

@miagzirishvili @Nitsatavadze ♬ original sound - Mia Gzirishvili