VIDEO: „თქვენ რას აკეთებთ სოფელში? მე ვიფხან“ - ია ნინიძის ქალიშვილი კახეთში ისვენებს და ნახევრად შიშველი პოზირებს

ნინო ნინიძე

ნინო ნინიძე საქართველოში ისვენებს. მსახიობმა საკუთარ თავს სათანადოდ დასვენების საშუალება მისცა.

ნინო თბილისში დაიბადა, 1997 წელს კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის დამსახურებული არტისტის, ია ნინიძის ქალიშვილი შემოდგომის დადგომამდე დასასვენებლად მშობლიურ ადგილებს ეწვია. - წერს thevoicemag

ნინო თაყვანისმცემლებს ცხელი ვიდეოების სერიის გამოქვეყნებით გამოეხმაურა. სერიალ „კარამორას“ ვარსკვლავი რომანტიკულად გამოწყობილი გამოჩნდა. 

 

 

მსახიობი ჰამაკში წევს წიგნით ხელში, რაც საშუალებას აძლევდა, კამერას დაეფიქსირებინა მისი გარუჯული ფიგურა მთელი თავისი დიდებულებით. „რას აკეთებთ სოფელში? მაგალითად, მე ვიფხან, იმიტომ, რომ კოღოები მკბენენ. ზოგადად, ვცდილობ, ვიკითხო“, - მიმართა ნინომ თაყვანისმცემლებს.

თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები იყვნენ მსახიობის ბუნებრივი სილამაზით, რომელიც უმაკიაჟოდაა. „საოცარი ქალია, ძალიან სასიამოვნოა შენი ყურება“, „რა ლამაზი ხარ, თვალი უხარია“, „იდეალური ბიკინი, იდეალური ადგილი და ყველანაირად სრულყოფილი“, განიხილავენ ისინი ნინოს ინტერნეტში.

ნინო ნინიძე პირად ცხოვრებაზე კომენტარს იშვიათად აკეთებს. ცოტა ხნის წინ მსახიობმა გამონაკლისი დაუშვა. მან აღიარა, რომ მაქსიმ ვიტორგანთან ურთიერთობაში გაიფურჩქნა.