პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ თინეიჯერობის პერიოდს იხსენებს.
როგორც მოდელი ამბობს, მას პრობლემური მოზარდობა არ ჰქონია.
„პრობლემური თინეიჯერობა არ მქონია. თინეიჯერობაში ვიყავი სანდრა და არ მომწონდა. ახლა რომ მეძახიან სანდრას, არ მსიამოვნებს.
ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი. 14 წლიდან ვმუშაობდი. თინეიჯერობიდან ვმუშაობდი, პრომო გოგო ვიყავი, სასმელს ვყიდდი. მამამ მუშაობა არ ამიკრძალა არც მოდელობა, არც შრომა და არც ის, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა.
იმ გადმოსახედიდან სკოლაში ყველაზე საუკეთესო ბიჭს ვუყვარდი და ეს დანარჩენი გოგოების გადამტერების მიზეზი იყო. საპირფარეშოში ხან რეები ეწერა ჩემზე და ხან რეები“,- ამბობს მოდელი.