პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი ბავშვები მაღალრეიტინგულ ჩინურ სერიალში გადაიღეს, ინფორმაციას თბილისის ბავშვთა კაპელის ხელმძღვანელი, მაესტრო გელა ფარჩუკიძე ავრცელებს.
„თბილისის ბავშვთა კაპელა“ ჩინურ მაღალრეიტინგულ სერიალში „ნიღაბი“. #也平凡
2021 წელს ჩინეთის კინოეკრანებზე გამოვიდა მძაფრსიუჟეტიანი სერიალი “ნიღაბი“, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო თურმე ჩინეთის ეკრანები....
ამ სერიალში ჩინელ კინოვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობებიც (მიშა გომიაშვილი, გიორგი ყიფშიძე...)... რაც ჩვენთვის სასიხარულოა, ამ სერიალში ცნობილ სინგლს „ძმა“ (BROTHER) ასრულებს ჩემი კაპელა, ჩემი შვილობილები. ამ სიმღერამ კი თავისი ქართული სულით (იავნანა) მალევე შეაყვარა მრავალმილიონიან (მილიარდიან) ჩინეთს თავი...ვულოცავ ჩემს კაპელას და ყველას, ვისაც უყვარს ქართული ხელოვნება და საქართველო“, - წერს გელა ფარჩუკიძე.