1728846029
რა მიუწერა ქართველმა გოგომ სოფი ლორენის ვაჟს ფოტოზე, რასაც მათი რომანი მოჰყვა
ვინ არის სოფი ლორენის ქართველი სარძლო და სად გაიცნო ქართველმა გოგონამ ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი. დეტალები კურიერმა P.S.-მა გაარკვია.
წყვილმა შეძლო და ორწლიანი რომანი ამ დრომდე არ გაასაჯაროვა, არც ტაბლოიდებს დაუდასტურა, თუმცა დეტალები კურიერმა P.S.-მა გაარკვია. ისტორია 2021 წლის 14 მარტს კარლო პონტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე მარიამის მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი უმცროსს და მარიამ შარმანაშვილს უკვე დიდი ხანია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. სოფი ლორენის შვილი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა. ცნობილ იტალიელს ქართველი მარიამ შარმანაშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა.
როგორც ირკვევა მარიამ შარმანაშვილმა სოფი ლორენის ვაჟი 2 წლის წინ გაიცნო და მათ შორის მალევე რომანტიკული მიმოწერა დაიწყო. კარლო პონტიმ 2021 წლის 14 მარტს ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელზეც მარიამმა მიაწერა - ბელისიმო, მას კარლომაც უპასუხა და მათ შორის აქტიური მიმოწერა დაიწყო მუსიკასა და ხელოვნებაზე.
ონლაინ დაწყებული ურთიერთობა მალე პირად ურთიერთობაში გადაიზარდა. კარლო პონტი უმცროსმა საკუთარი დაბადების დღე, 29 დეკემბერი საქართველოში ქართველ რჩეულთან ერთად გადაიხადა, ასევე ახალ წელს და შობასაც საქართველოში შეხვდა. შობას ის მარიამთან ერთად ნიაზ დიასამიძის კონცერტს დაესწრო.