პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი მეტრეველმა „პრაიმ ჰაუსი“ ერთი დღით დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ცუდი დღე ჰქონდა და სტრესის ქვეშაა.
"მეგობრებო, დღეს იყო ძალიან საშინელი დღე, ყველა მოწმე ხართ, ალბათ. როგორ შეუძლიათ მონაწილეებს, სვავებივით მიახტნენ ერთმანეთს და დაგეშონ, არ ვიცი. ჩემთვის ძალიან დიდი შოკი და სტრესი იყო. დაგვესივნენ სამზარეულოში და ჭამა არ გვაცადეს. ეს ოთახი ერთადერთი წმინდა ადგილი იყო და აქაც კი შემომიცვივდნენ. ძალიან დიდი სტრესი მაქვს, უზარმაზარი. როგორ შეუძლიათ ასეთი ავხორცობა და სიბოროტე. ჰო და, დღეს მინდა რომ სახლში წავიდე, ერთი დღით, თუ ნებას მომცემს პროექტი - უბრალოდ შოკში ვარ და მინდა გავერიდო", - ამბობს გიორგი.
მეტრეველი ერთგულ მაყურებელს პირობას აძლევს, რომ პროექტში ბევრად ძლიერი დაბრუნდება და იბრძოლებს ბოლომდე. როგორც მან აღნიშნა, - ან ყველაფერი, ან არაფერი.