1730578379
VIDEO: „რა გოგო ხარ! საოცრება” – რა ვიდეოს აქვეყნებს „პრაიმ ჰაუსელი“ ვიკი ბარბაქაძე
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე, ვიქტორია ბარბაქაძის მიმართ ინტერესი არ წყდება. მაყურებელი და პროექტში მყოფი ბიჭები მის მიმართ სიმპათიას არ მალავდნენ და ამაზე ხმამაღლა საუბრობდნენ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება რეალურად მის პირად ცხოვრებაში და დაკავებულია თუ არა მისი გული.
„გარკვეულ ურთიერთობაში ვიყავი, თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, ეს ყველაფერი ცოტა გაურკვეველია. მომაკლდა გვერდით დგომა, ცდილობდა, მაგრამ ალბათ, საკუთარი თავის და ემოციების გამო ისე ვერ ცდილობდა... არც ჩხუბი ყოფილა, არაფერი. თავიდან ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ გამამახნევებელი გვერდით დადგომა დამაკლდა, მასაც ჩემგან ყურადღება მოაკლდა, სულ ესაა. ეს შესაძლოა დროებითია, რადგან ამ ადამიანთან სულ ამ ურთიერთობაში ვარ, ხან იქით ვართ, ხან აქეთ... არ ვიცი, ამის შემდეგ რა მოხდება...“ - ამბობს ვიკი ბარბაქაძე.
ვიკიმ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებისგან ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.
View this post on Instagram